facebook
youtube
mail

სიახლეები

08.10.2025

აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა ქ.ვალენსიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი ნანი გოგინაშვილი და სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის სპეციალისტი ირინა თვაური ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „მცენარეთა მეცნიერებისა და მოლეკულარული ბიოლოგიის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია“ მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ფარგლებში, ცენტრის მეცნიერებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები საქართველოს იშვიათი ტყის სახეობების – ლაფნის და უთხოვრის შესახებ. კვლევა მოიცავდა ლაფნის ლოკაციების დაზუსტებას საქართველოს მასშტაბით, მიღებული მონაცემების საფუძველზე მონაცემთა ბაზისა და სახეობის გავრცელების რუკის შედგენას, აგრეთვე, in-situ კონსერვაციისთვის საუკეთესო პოპულაციის გამოვლენას. უთხოვრის მიმართულებით, კვლევა ეხებოდა ბაწარის დაცულ ტერიტორიაზე ასწლოვან უთხოვრიან კორომებში სახეობის ზრდის დინამიკის შესწავლას.

ღონისძიება წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას მეცნიერებს შორის გამოცდილების გაცვლის, კვლევის შედეგების პრეზენტაციისა და მომავალი საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმების დასახვისთვის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.