facebook
youtube
mail

სიახლეები

12.10.2025

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა იშვიათი ქართული ჯიშების ღვინოები წარადგინა

11 ოქტომბერს, გურჯაანმა უკვე მეცხრედ უმასპინძლა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ღონისძიებას — „გურჯაანის ღვინის ფესტივალს“, რომელიც ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციას, ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მნიშვნელობის ხაზგასმასა და ადგილწარმოშობის ღვინოების წარმოების ხელშეწყობას ემსახურება.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმაც, რომელმაც წარმოადგინა ჯიღაურას სამეცნიერო ბაზაზე ქართული უნიკალური და იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები.

ღონისძიების ფარგლებში, ცენტრის მევენახეობის მიმართულების ხელმძღვანელმა დავით ჩიჩუამ პრეზენტაცია წარადგინა თემაზე: „ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშების გენოფონდი — მოძიება, აღდგენა, კვლევა-კონსერვაცია“. პრეზენტაციის შემდეგაც იშვიათი და აღდგენილი ქართული ვაზის ჯიშების დეგუსტაცია გაიმართა.