სიახლეები
17.11.2025
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე იმყოფებოდნენ
მოსწავლეებმა, ცენტრის სპეციალისტების ხელმძღვანელობით, დაათვალიერეს მცენარეთა მიკროკლონური (IN VITRO) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის ლაბორატორია, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორია, მეაბრეშუმეობის ლაბორატორია და ჰიდროპონიკის სათბური.
შეხვედრის ფარგლებში ცენტრის სპეციალისტებმა მოსწავლეებს გაუზიარეს ინფორმაცია მებოსტნეობასთან, ნიადაგის და მცენარეთა კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ გააცნეს როგორ ტარდება პრაქტიკული სამუშაოები ლაბორატორიებში და რა როლი აქვს კვლევას სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
სოფელ ოკამის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩართულნი არიან კასპის პროფესიული კოლეჯის პროგრამაში – „პროფესიული უნარების განვითარების კურსი მებოსტნეობის პროფესიაში“, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა და პრაქტიკული ცოდნის განვითარება აგრარული მიმართულებით.
ვიზიტი მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რომლებიც პროფესიის არჩევის ეტაპზე იმყოფებიან; მათ შესაძლებლობა მიეცათ, პრაქტიკული მაგალითებით ენახათ, როგორ მუშაობს თანამედროვე კვლევა რა დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერულ ცოდნას მებოსტნეობისა და მთლიანად აგროსექტორის განვითარებაში.





.png)







.png)







