facebook
youtube
mail

სიახლეები

18.11.2025

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო დასაქმების ფორუმში, რომელიც სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა

ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებისთვის ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე კვლევითი პროგრამებისა და სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევთი მიმართულებით საქმიანობის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.

ფორუმის ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს წარუდგინეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტრუქტურა, კვლევითი მიმართულებები, სტაჟირების შესაძლებლობები და დასაქმების პერსპექტივები.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აგრძელებს ახალგაზრდებთან აქტიურ თანამშრომლობას და მსგავსი ფორუმების მეშვეობით კადრების დაინტერესებასა და მოზიდვას.

ღონისძიება ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, კონკურენტული ინოვაციების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ (InnovaVet) ფარგლებში გაიმართა.