facebook
youtube
mail

სიახლეები

08.12.2025

სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევით ცენტრში ფერმის მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფერმის მართვის სისტემის (FMS) განვითარების საკითხების შესახებ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო‑კვლევით ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები და საერთაშორისო კონსულტანტი მანონ შუფერსი ესწრებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს სელექციური სერტიფიცირების ციფრული პროცესი (Breeding Certificate), პროდუქტიულობისა და გენეტიკური მონაცემების ინტეგრაცია, ფერმების მონაცემთა სინქრონიზაცია NAITS–FMS სისტემებს შორის, ადგილობრივი ჯიშების კონსერვაციისთვის საჭირო მონაცემთა ნაკადი, ასევე 2025–2026 წლებში დაგეგმილი ახალი ფუნქციონალები და სამუშაო ეტაპები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რათა FMS სისტემა სრულად შეესაბამებოდეს როგორც ეროვნულ მოთხოვნებს, ისე ევროკავშირის სტანდარტებს. აღნიშნული ინიციატივა სამეცნიერო-კვლევით ცენტრის შესაძლებლობებს მნიშვნელოვანად გააძლიერებს სელექციის, მონაცემთა აღრიცხვისა და კვლევითი საქმიანობის მიმართულებით.

„ჩვენი მიზანია, საქართველოში ფერმის მართვის თანამედროვე, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემა სწრაფად განვავითაროთ. ამ თანამშრომლობით ვქმნით არა მხოლოდ ტექნიკურ პლატფორმას, არამედ საფუძველს თანამედროვე აგრარულ კვლევებსა და ჯანსაღი სოფლის მეურნეობისთვის“, - აღნიშნა ნოდარ ხატიაშვილმა.

საერთაშორისო კონსულტანტის მანონ შუფერსის შეფასებით, ფერმის მართვის სისტემის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას, მხარს დაუჭერს ადგილობრივი ჯიშების დაცვას და მდგრადი მართვის თანამედროვე პრაქტიკების დანერგვას.