facebook
youtube
mail

სიახლეები

31.01.2026

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აკადემიკოს ვლადიმერ მენაბდის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე მოხსენება წარადგინა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ აკადემიკოს ვლადიმერ მენაბდის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე მოხსენება წარადგინა თემაზე - „ვაზისა და ხორბლის კულტურა საქართველოში“.

მოხსენებაში აღინიშნა საქართველოს, როგორც უძველესი მიწათმოქმედების და კულტურული მცენარეთა წარმოქმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრის როლი, სადაც ვაზსა და ხორბალს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხაზი გაესვა აკადემიკოს ვლადიმერ მენაბდის გამორჩეულ წვლილს ქართული ხორბლის კვლევაში და იმ მემკვიდრეობას, რომელიც დღესაც საფუძვლად უდევს თანამედროვე კვლევებსა და მიღწევებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობაზე - ქართული ხორბლისა და ვაზის გენეტიკური რესურსების კონსერვაციის, კვლევის, გენბანკში დაცული კოლექციების, ჯიღაურას ბაზაზე არსებული ეროვნული ამპელოგრაფიული კოლექციისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.

სამეცნიერო სესიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, პროფესორ-მეცნიერები, დარგის სპეციალისტები და სამეცნიერო ინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.