სიახლეები
12.02.2026
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები სკოლაში „შვეიცარიული აგრარულ სკოლა კავკასია“ იმყოფებოდნენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი
ლევან უჯმაჯურიძე, მეცხოველეობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში
პროფესიული სკოლის „შვეიცარული აგრარული სკოლა კავკასია“ დირექტორს, მიხო სვიმონიშვილს
შეხვდა.შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მეცხოველეობის დარგში
არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, სანაშენე საქმიანობის ფარგლებში ჯიშური მიკვლევადობის
სისტემის კვლევის და დანერგვის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ფერმერულ მეურნეობებში
ჯიშური მიკვლევადობის სისტემის ჩამოყალიბების, სანაშენე საქმიანობის გაძლიერების, საკადრო
დეფიციტისა და განათლების მიმართულებით სკოლასთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების
შესაძლებლობებზე. განისაზღვრა თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, ერთობლივი
პროექტების განხორციელება, ტრენინგების ორგანიზება და მეცხოველეობის საკვები ბაზის
განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.




.png)







.png)







