facebook
youtube
mail

სიახლეები

18.06.2015

სტუმრები წილკანის ბაზაზე

 დღეს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე სტუმრად იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, სამხრეთ კორეის აკადემიის აგრობიომრავალფეროვნების ნაციონალური ცენტრის დირექტორი, დოქტორი სოკ იანგი და სხვა თანმხლები პირები.

სტუმრებს მასპინძლობდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სტუმრებმა დაათვალიერეს წილკანის ექსპერიმენტალურ ბაზაზე ღია გრუნტში პარკოსანი, ბაღჩეული, მარცვლოვანი და სხვა ერთწლოვანი კულტურების ნათესები, ასევე მოინახულეს ჯიშთა გამოცდისათვის განკუთვნილი სპეციალურად მოწყობილი სასათბურე მეურნეობა, სადაც დღეისათვის მიმდინარეობს ბოსტნეულთა და ბაღჩეულთა ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოცდა, ხორციელდება მონიტორინგი და მცენარის ზრდა-განვითარების ინტენსივობის დადგენა. სტუმრებმა საგულდაგულოდ დაათვალიერეს ვირუსოლოგიისა და ქსოვილების in-vitro ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს კარტოფილის ელიტური თესლისა და კლონის in vitro მცენარეების მიღება

წილკანის ბაზის მონახულების შემდგომ, მხარეებმა დაგეგმეს მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული პროექტის მსვლელობები, რომლიდ გენეტიკური რესურსების ურთიერთგაცვლასა და მათი სამეცნიერო კვლევებში გამოყენებას ითვალისწინებს.