სიახლეები
28.11.2016
ტრეინინგი ნიადაგის ციფრულ კარტოგრაფირებაზე

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია გეგმავს 2017 წლის ბოლომდე შექმნას ნიადაგში ორგანული ნახშირბადის შემცველობის და ორგანული ნახშირბადის მარაგის ამსახველი ციფრული რუკები მსოფლიო მასშტაბით, რომლის შესაქმნელადაც გამოყენებული იქნება პროგრამა R და Rstudio. სწორედ ამ მიზნით, FAO-მ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურს საჩუქრადტრეინინგი ნიადაგის ციფრულ კარტოგრაფირებაზე გადაეცა სათანადო პროგრამებით აღჭურვილი მძლავრი პორტატული კომპიუტერი, რაც სპეციალისტებს ნიადაგის ციფრული რუკების მოკლე დროში შექმნის შესაძლებლობას მისცემს.