სიახლეები
29.11.2016
“ლაზური შემოდგომა” თბილისში

ამავე დღეს მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად აქ დაირგო 150-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი, ხოლო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა გააშენა ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე გამოყვანილი წითელი ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშები, რაც განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოსა და ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე (მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის არატრადიციულ ზონებში ადგილობრივი აბორიგებული ვაზის ჯიშების აღორძინებას, როგორც საეკლესიო სივრცეში, ისე მოსახლეობაშიც).
ამავე დღეს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივი სამომავლო გეგმებრი შეიმუშავა.