facebook
youtube
mail

სიახლეები

01.12.2016

სემინარი თხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ფერმერებისთვის თხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ სემინარი ჩაატარა.სემინარზე თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა მცენარეთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე, თხილის მავნებელ დაავადებებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე მიიღეს ინფორმაცია. გარდა ამისა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სემინარის მონაწილეებს თანამედროვე ორგანული და მინერალური სასუქების, მიკროელემენტების შემცველი პრეპარატების გამოყენების რეგლამენტები, ასევე, თხილის გასხვლა-ფორმირების, თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის აგროწესები გააცნეს და ფერმერებს თხილის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის ფენოკალენდარული სქემები გადასცეს.

სემინარის ფარგლებში, ფერმერებმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, მიმდინარე წელს თხილის დაბალი და უხარისხო მოსავლის მიღების მიზეზებსა და სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს.