სიახლეები
16.12.2016
ლევან უჯამჯურიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში იმყოფებოდა.ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციის მიზნით, ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრები გამართა ჩინეთის სამეცნიერო და სავაჭრო კაპიტალის მართვის ჯგუფის, კომპანიების “Shanghai Hitrusty Imported Food Trade Marcet”- ის, “Shanghai Shunjil Investment Development”- ის, ასევე სინძიანის პროვინციის სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებთან. აღნიშნული ღონისძიებები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრებზე ჩინეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით მეღვინეობის კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების და ახალი პროექტების დაწყების საკითხები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს. გადაწყდა, რომ ჩინელი სპეციალისტები და ბიზნესის წარმომადგენლები საპასუხო ვიზიტით საქართველოში ჩამოვლენ.