სიახლეები
22.12.2016
მობილური ექსტენცია იმერეთის რეგიონში
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა, მობილური ექსტენციის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.შეხვედრებზე დაინტერესებულმა ფერმერებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ფუტკრის მოვლა-მოშენების, დაავადებების და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე, ღია და დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის, ასევე ხეხილისა და თხილის მოვლა-მოყვანის და სასათბურე მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის თანამშრომლების ხონის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან შეხვედრებზე ფერმერების განსაკუთრებული დაინტერესება მეფუტკრეობის დარგის მიმართ იყო. ძირითადი შეკითხვები საფუტკრის მოწყობის, ფუტკრის დაავადებების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, ასევე მეფუტკრეობაში არსებულ სტანდარტებს შეეხებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა, ფერმერების მხრიდან მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2016 წელს, მობილური ექსტენციის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გამართეს.