სიახლეები
30.12.2016
პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარებს ჯიღაურას ბაზაზე ტრეინინგი ჩაუტარდათ

ტრეინინგი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში 5 თეორიულ და 1 პრაქტიკულ მეცადინეობას (სხვლა-ფორმირების წესების შესახებ) მოიცავდა.
ტრეინინგის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები - ხეხილის (თესლოვანი და კურკოვანი კულტურები) ბაღების გაშენება და მოვლა, კაკლის ბაღში ჩასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებები, თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა და კენკროვანი კულტურების წარმოება. ფერმერებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ცენტრის სპეციალისტებისგან კითხვა-პასუხის რეჟიმში, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
ტრეინინგი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა და მასში პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილი მსგავსი ტიპის ტრენინგები იანვარშიც გაგრძელება.