სიახლეები
20.02.2017
ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტროს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებიან

შეხვედრაზე რისკის შეფასების საერთაშორისო ნორმებზეც ისაუბრეს. როგორც ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საერთაშორისო ნორმები უამრავ კვლევას ეფუძნება, ამიტომ მათი გაზიარება ყველა ქვეყნისთვის აუცილებელია.
ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომედგენლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს საკვებ პროდუქტში პესტიციდების ნაშთების რისკის შეფასების მეთოდოლოგია გაუზიარეს და ამ მეთოდოლოგიის საქართველოში დანარეგვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბულგარელი სპეციალისტები რისკის შეფასების სამსახურს დისტანციურად დაეხმარებიან ამ მეთოდოლოგიის დანერგვა-განხორციელებაში და თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.