facebook
youtube
mail

სიახლეები

22.02.2017

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოში მეძროხეობის განვითარების საკითხები განიხილეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კლვევის დეპარტამენტის თანამშრომლის, ლევან თორთლაძის მიერ წარმოდგენილი მოხსენება თემაზე - „საქართველოს მეძროხეობა გუშინ, დღეს და ხვალ“ განიხილეს.

მოხსენების განხილვას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის და აგრარული დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა, ლევან თორთლაძემ მოხსენებაში დეტალურად წარმოადგინა მეძროხეობის დარგში არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი მოგვარების გზებზე, მათ შორის ინოვაციებზე შემდეგი მიმართულებით: ემბრიონის ტრანსპლანტაცია და სქესზე ორიენტირებული სპერმის მიღება. როგორც მეცხოველეობის ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კლვევის დეპარტამენტის თანამშრომელმა აღნიშნა, 1985-2015 წლების დარგის ანალიზის თანახმად, პროდუქტიულობის მკვეთრად შემცირების ფონზე, საქართველოში აღდგა მხოლოდ სულადობის რაოდენობა. ლევან თორთლაძემ მთიან რეგიონებში დარგის განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. მან ადგილობრივი ჯიშების შანარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა დაწესდეს კონტროლი, რათა შემოყვანილმა ჯიშებმა ადგილობრივი არ ჩაანაცვლოს და არ მოხდეს ადგილობივი გენოფონდის განადგურება.

ლევან თორთლაძის მოხსენების შემდგომ, მეცხოველეობის დარგის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, სამომავლო პროექტებზე და გეგმებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ისაუბრა. როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს იმისთვის, რომ მეცხოველეობის განვითარების მიზნით მოძიებიული, აღდგენილი, შენარჩუნებული იყოს ადგილობივი ქართული ჯიშები, რომლებიც ფერმერულ მეურნეობებში გავრცელდება. მოხსენების შემდეგ, გაიმართა განხილვა. აკადემიური საბჭო მოხსენების შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს მეძროხეობის განვითარების მიმართულებით, რომელიც გასაცნობად მთავრობას გადაეგზავნება.