სიახლეები
14.03.2017
ჯიღაურას ბაზაზე ხეხილის სხვლა-ფორმირებაში ტრენინგი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯიღაურას ბაზაზე ფერმერებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი თემაზე „ხეხილის სხვლა-ფორმირება“ ჩაატარეს.ტრენინგის ფარგლებში, ფერმერები ვაშლის, მსხლის, ატმის და ქლიავის კულტურების სხვლა-ფორმირების ახალ ტექნოლოგიებსა და კვლევების შედეგებს გაეცნენ. ტრენინგზე ხეხილის გასხვლის აუცილეობლობაზე, სხვლის პოპულარულ მეთოდებზე და ვადებზე გამახვილდა ყურადღება. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა გასხვლის სამ ძირითად ტიპზე - შპინდელი, ჯამისებრი და ცენტრალურ-ლიდერულ ფორმირებებზე ისაუბრეს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სასხლავ იარაღებზე მსჯელობას, რაც სწორი სხვლა-ფორმირების შემადგენელი ნაწილია.
ტრენინგს 20-მდე ფერმერი ესწრებოდა, რომლებსაც, თეორიულის პარალელურად, პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისი სამსახურების მიერ, სხვადასხვა თემატიკაზე, სემინარ-ტრენინგები მომავალშიც არის დაგეგმილი.