სიახლეები
16.03.2017
ხარაგაულში ფერმერებს თხილის დაავადებების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები გააცნეს

ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ თხილის ბაღების გაშენების, მათი მოვლა-მოყვანის, ასევე, თხილის კულტურისათვის აუცილებელი საკვები ელემენტების, სასუქებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ფერმერებს თხილის ბაღებში გავრცელებული ძირითადი მავნებელ-დაავადებების, დაზიანების ფორმების, სიმპტომების, მათი მავნეობისა და მათ წინააღმდეგ ქიმიური და ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ექსტენციის პროქტის ფარგლებში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ფერმერების ინფორმირება-გადამზადებას. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-მდე ფერმერი გადამზადდა.