სიახლეები
21.03.2017
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შვეიცარული კომპანიის „სინგენტა“ წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ჯიღაურას ბაზაზე ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები დაათვალიერეს, გაეცნენ მცენარეთა დაცვის მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობას, ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურას და დაგეგმილ დიაგნოსტიკურ კვლევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.