სიახლეები
27.03.2017
ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუნშტაინ-საქართველო“ მეძროხეობის ფერმებში სამეცნიერო-კვლევები ჩატარდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქართულ-შვეიცარიულ კომპანიასთან „ბლაუენშტაინ-საქართველო” მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი საქართველოში სამთო მეცხოველეობის განვითარების და მთის სუბალპური და ალპური საძოვრების ეფექტიანად გამოყენებისთვის მეცნიერულ ხელშეწყობას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია რაჭაში ,,ბლაუენშტაინ-საქართველოს“ მეძროხეობის ფერმების სამეცნიერო-კვლევით ბაზებად გამოყენება. მოხდა შეთანხმება მინი სასაკლაოზე სხვადასხვა გენერაციის მოზვრების საკონტროლო დაკვლების ერთობლივად ჩატარებაზეც.სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაღალმთიანი საძოვრების ათვისების სქემას შექმნიან და საძოვრების მწვანე საფარის შემადგენლობას შეისწავლიან, რომლის საფუძველზეც რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და ფერმერებს გააცნობენ.