სიახლეები
03.04.2017
რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ პროფესორი გიორგი ჭილაძე აირჩიეს

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბერის №605 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის მთავარ მიზანს სურსათის უვნებლობის სფეროებში ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების აგენტების ალბათობისა და სიმძიმის დამოუკიდებელი მეცნიერული შეფასების საფუძველზე დასკვნის მომზადება წარმოადგენს. აღნიშნული ამოცანის გადასაწყვეტად საკონსულტაციო საბჭოს წევრთა შესაბამისი დარგის მეცნიერები, მათ შორის მოწვეული მეცნიერები იხილავენ, აანალიზებენ და ითვალისწინებენ საერთაშორისო ოფიციალური ინსტიტუციების მიერ ჩატარებული მეცნიერული კვლევითი სამუშაოების შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგენენ წინადადებას სამეცნიერო-კვლევითი პროცედურების ჩატარების შესახებ.
რისკის შეფასების დამოუკიდებელ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავჯდომარეს 2 წლის ვადით ირჩევენ. დღემდე საბჭოს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან დადიანი ხელმძღვანელობდა.