სიახლეები
18.04.2017
BACSA-ს რიგით მე-8 კონფერენციაზე საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს

მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) რიგით მე-8 კონფერენციის ფარგლებში, აბრეშუმის ხელთნაკეთი ნაწარმის გამოფენა მოეწყო. მონაწილეებმა ქალაქ შეკის მეაბრეშუმეობის აბრეშუმის პარკსახვევი ფაბრიკა დაათავლიერეს, რომელშიც ძველ დაზგა-დანადგარებთან, საქსოვ, სამღებრო და საჩითავ მოწყობილობებთან ერთად თანამედროვე ძაფსახვევი მანქანებია განთავსებული.
კონფერენციაში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა, მათ შორის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩინეთის, კუბის და სხვა ქვეყნების მეაბრეშუმეები.