სიახლეები
24.06.2015
დასავლეთ საქართველოს მეგრული წითელი საქონლის ექსპედიციური კვლევა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტები “მეგრული წითელი საქონლის” ექსპედიციური კვლევის მიზნით, ხობის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის რაიონებში იმყოფებოდნენ.ექსპედიციის ფარგლებში შესწავლილი და დათვალიერებული იქნა ადგილობრივი ნახირი. ჩატარებული კვლევებისა და ზოოტექნიკური შეფასების შედეგად მოძიებულ და დადგენილ იქნა ტიპიური ინდივიდები, რომლებიც ბინადრობენ, როგორც ხობის, ასევე ჩხოროწყუს და წალენჯიხის რაიონებში. კერძოდ, შესწავლილ იქნა 453 სული საქონელი და მათი გარეგნული ნიშნებისა და ფენოტიპური გამოკვლევის შედეგად მოძიებულ იქნა მეგრულ წითელი ჯიშის 64 სული.
ჰელმინთებით დაინვაზიებისა და დატკიპიანების დადგენის მიზნით, ექსპედიციის ფარგლებში განხორციელდა შესწავლილი სულადობის სინჯების აღება, რომელსაც ამჟამად უტარდება კოპროლოგიური კვლევა.
ექსპედიციური, ექსტერიერული და კოპროლოგიური კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, სამეგრელოში დაიწყება - დასავლეთ საქართველოს მეგრული წითელი საქონლის გადასარჩენად დაგეგმილი ღონისძიებები.