facebook
youtube
mail

სიახლეები

28.05.2015

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახური ექსპედიციაში

 სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ დედოფლისწყაროს რაიონში ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრის ინიციატივით. 
ვიზიტის მიზანი იყო - მავნებელ-დაავადებებისა და სარეველების გავრცელების დადგენის მიზნით ხორბლისა და ქერის ნათესების ფიტოსანიტარული მონიტორინგი. 
სპეცილისტებმა ვიზუალურად დაათვალიერეს შირაქის ველზე გაშენებული ფერმერთა ნათესები და აიღეს ლაბორატორიული სინჯების ნიმუშები. ჩატარებული კვლევის შედეგები წარედგინებათ ფერმერებს დიაგნოზის, დასკვნისა და რეკომენდაციების სახით. 

ფიტოსანიტარული მონიტორინგი ჩაუტარდა აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთს, სადაც დათესილია ხორბლის რამოდენიმე ჯიში.
ექსპედიციამ მავნებელ-დაავადებებისა და სარეველების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დასახა მთელი რიგი აგროტექნიკური, მექანიკური და ჰიგიენური ღონისძიებები, რომელთაგანაც აღსანიშნავია თესვის ვადების განსაზღვრა და მინერალური სასუქების შეტანა აგროქიმიური კარტოგრამების საფუძველზე.

დღესათვის, დედოფლიწყაროს რაიონის ხორბლის ნათესების ფიტოსანიტარული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მოსავალს, ამ თვალსაზრისით, რაიმე საფრთხე არ ემუქრება.

უნდა აღინიშნოს, რომ ფერმერებმა და საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელობამ სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან რეგულარულად თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.