სიახლეები
22.06.2015
სტუმრები ისრაელიდან

სტუმრებს ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და მრავალწლოვანი კულტურების დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა უმასპინძლა. აღნიშნული პროექტი სამეცნიერო კვლევითი-ცენტრის წარმომადგენლების ისრაელში ვიზიტისას დაიგეგმა და მის განხორციელებას ორგანიზება გაუწია ისრაელის სახელმწიფოში არსებულმა საქართველოს საელჩომ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთთანამშრომლობის პირველ ეტაპზე ერთობლივი გამოკვლევები განხორციელდება ლეღვის, ავოკადოს და საკვები პასიფლორას (გრანადილა) ზამთარგამძლე ინტენსიურ ჯიშებზე და განისაზღვრება მათი გაშენება-შეგუებლობისათვის ხელსაყრელი ადგილები.
სტუმრებმა მოინახულეს ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა, სადაც გაეცნენ მრავალწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის მიმდინარე კვლევით საქმიანობებს. წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს, ფერმერთა სერვის ცენტრსა და აჭარის აგროსერვის ცენტრის სადემონსტრაციო ბაზებს.