სიახლეები
21.05.2015
სემინარი: „ხილის წარმოების პროგრესული ტექნოლოგიები“

სემინარს ესწრებოდნენ საინფორმაციო-საკონსულტაციოსამსახურის სპეციალისტები და ხეხილის ბაღის გაშენებით დაინტერესებული ფერმერები სამცხე-ჯავახეთიდან, კერძოდ ახალციხის, ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან. სემინარი ჩაატარეს დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა და მთავარმა სპეციალისტმა ელენე მაღლაკელიძემ.
სემინარის მონაწილეებმა დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები, სადემონსტრაციო ნაკვეთები და სანერგეები, სადაც ხორციელდება სამეცნიერო ექსპერიმენტები ახალი ჯიშების გამოცდის და გამრავლების ტექნოლოგიების სრულყოფის მიმართულებით.