facebook
youtube
mail

სიახლეები

14.05.2015

სამეცნიერო საბჭო

 დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურენობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო დაფუძნდა. 

საბჭოს შექმნას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

სამეცნიერო საბჭოს წევრებმა თავჯდომარედ აირჩიეს პროფ. ლევან უჯმაჯურიძე, მოადგილეებად პროფ. ავთანდილ კორახაშვილი და პროფ. გივი ბასილაძე, ხოლო სამეცნიერო საბჭოს მდივნად პროფ. ლალი მოსიაშვილი.

სამეცნიერო საბჭოს დანიშნულებაა, ცენტრის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ხელი შეუწყოს ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაზრდას, უცხოურ, მსგავსი პროფილის მქონე სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული კავშირების გაღრმავებას, ახალი სამეცნიერო კონტაქტების ჩამოყალიბებას და ახალგაზრდა თაობაში აგრარული მეცნიერების პოპულარიზაციას.

სამეცნიერო საბჭო განიხილავს და განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ მიმართულებაში კვლევების განსახორციელებლად.