სიახლეები
21.04.2017
გამწვანების აქცია თბილისში
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თბილისის გამწვანების მასშტაბურ აქციაში ჩაერთო, რომლის მიზანიც ქარსაცავი ზოლის შექმნაა. გამწვანების აქციის ფარგლებში თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ თბილისის მერიის თანამშრომლებთან ერთად ალვის ხის ჯიშის 2200 ახალი ნერგი დარგეს. ალვის ხის ნერგები თბილისის მერიას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზიდან გადასცა.„სოფლის მეურნოების სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა დღეს ქალაქ თბილისის მერიას გადასცა 2200 ალვის ხის ნერგი, რომელიც მსწრაფლმზარდია და ძალიან მალე ამ ტერიტორიაზე შეიქმნება მნიშვნელოვანი მწვანე საფარი, რომელიც შექმნის დადებით ფონს ეკოლოგიური მდგომარეობის კუთხით“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.