სიახლეები
27.04.2017
ჩეხმა ექსპერტმა ბიოყურძნის წარმოებაზე ქართველი ფერმერებისთვის სემინარი ჩაატარა

ჩეხმა ექსპერტმა ყურადღება დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე, ბიომევენახეობაში დასაშვებ ბიოპრეპარატებზე, მათ გამოყენებაზე, ბიოლაბორატორიის როლსა და ბიოპროდუქტის მოყვანაში სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. სემინარზე საუბარი შეეხო ბიოვენახის გაშენების, საჭირო პირობებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის საკითხებზე. როგორც ჩეხმა ექსპერტმა აღნიშნა, ბიოვენახის გაშენება ახალ ნაკვეთზე უნდა მოხდეს; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ვენახის ეტაპობრივად ბიომევენახეობის მოთხოვნებზე გადაყვანა, ყოველთვის დადებით შედეგს არ იძლევა.
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ სემინარს 30-ზე მეტი სტუნდენტი და ფერმერი დაესწრო.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ირჟი კაპლანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ბიომევენახეობაში არსებულ სტანდარტებსა და ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს.