facebook
youtube
mail

სიახლეები

28.04.2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

დელეგაციის შემადგელობაში ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის და ალკოჰოლური პროდუქციის წარმოების ასოციაციის პრეზიდენტები და კერძო კოპმანიების წარმომადგენლები არიან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ყირგიზეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა და, ბუნებრივია, რომ სოფლის მეურნეობის ამ დარგს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ყირგიზეთის დელეგაციის წევრები ვაზის გაშენების, ასევე, ქართული ღვინისა და კონიაკის სპირტის წარმოების საკითხებით დაინტერესდნენ. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე და ბაზრების დივერსიფიკაციაზე გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაციის წევრებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში ღვინის მუზეუმი და მარანი დაათვალიერეს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა მოინახულეს და ქართული ღვინის კომპანიებს ესტუმრნენ.