სიახლეები
01.05.2017
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ავსტრიის საერთაშორისო სემინარზე იმსჯელეს

აღნიშნული სემინარი ავსტრიის ტყის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში (BFW), ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ავსტრიის წარმომადგენლობის და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა.
სემინარზე აღმოსავლეთ შავიზღვისპირა რეგიონში გავრცელებული საშიში ინვაზიური მავნებლების ბზის ალურას და აზიური ფაროსანას ბიოეკოლოგიის, გავრცელების ინტენსივობის, მავნეობისა და ბრძოლის ღონისძიებების საკითხებზე იმსჯელს.
სემინარში საერთაშორისო ორგანიზაციების USAID, OSCE, CABI, Action Against Hunger, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს ექსპერტებმა შავიზღვისპირა ქვეყნებიდან.