facebook
youtube
mail

სიახლეები

02.05.2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლების გადამზადება გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების სპეციალისტებისთვის 2 დღიანი ტრენინგი გაიმართა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ცოტნე სამადაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს საველე პირობებში მარცვლოვანი კულტურების განვითარების ფაზები და ფოთლიდან განოყიერების სხვადასხვა ვარიანტები გააცნო. ტრენინგზე ყურადღება მცენარეთა დაავადებების განვითარებაზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე გამახვილდა.

სწავლების ფარგლებში, მონაწილეები წილკნის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობას გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლების გადამზადება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ფარგლებში განხორციელდა.