სიახლეები
05.05.2017
მობილური ექსტენცია კახეთის რეგიონში

შეხვედრაზე ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ შემდეგ საკითხებზე: მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით - ერთწლოვანი და მარცვლოვანი კულტურების დაავადებები და მასთან ბრძოლის მეთოდები, აგროდაზღვევა და მარცვლოვანი კულტურების მეთესლეობა; მეცხოველების მიმართულებით - რეგიონში ვეტერინარიასთან დაკავშირებული საკითები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; მეფუტკრეობის მიმართულებით - მოვლა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები.
მობილური ექსტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაისში შიდა ქართლის რეგიონის 16 სოფელში ფერმერებს კონსულტაციებს გაუწევენ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტი ფერმერი გადაამზადა.