სიახლეები
10.05.2017
მობილური ექსტენცია შიდა ქართლში

2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, მცხეთა მთიანეთის - 14, ქვემო ქართლის - 27, შიდა ქართლის - 16 და კახეთის 22 სოფლის 3000-მდე ფერმერს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტი ფერმერის გადამზადება განხორციელდა.