სიახლეები
15.05.2017
მობილური ექსტენცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 14 სოფელში ფერმერებს ბოსტნეულის, მარცვლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და მეცხოველეობის მიმართულებით კონსულტაციების გაუწიეს და მათი ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს. დარგის სპეციალისტებმა დაინტერესებულ პირებს დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებიც გააცნეს.აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, 2017 წლის პირველ ნახევარში ქვემო ქართლის რეგიონის - 27, შიდა ქართლის - 16 და კახეთის რეგიონის 22 სოფლის 3000-მდე ფერმერს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს.