სიახლეები
19.05.2017
წალენჯიხაში ფერმერებს ჩაის კულტურების მოვლა-მოყვანაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

მემორანდუმის ფარგლებში, წალენჯიხაში ფერმერების 3 დღიანი ტრენინგი დაიწყო, რომელიც საპარტნიორი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ადგილობრივ ფერმერებს ჩაის კრეფის სტანდარტებს და ჩაის პლანტაციების მართვას; შავი და მწვანე ჩაის გადამუშავების ტექნოლოგიას; ჩაის გადამამუშავებელი დანადგარების მახასიათებლებს გააცნობენ. ფერმერები ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს კი ქართული ჩაის ქარხანაში „ლაზი“ გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე მეორე წელია იყიდება, რომლის ფასიც 1 კილოგრამზე 300 დოლარია. ჩაის კომპანიაში „ლაზი“ ჩინელმა ინვესტორებმა, პირველი ეტაპისთვის 80 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.