სიახლეები
25.05.2017
სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები გადამზადებას გადიან

მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ცოტნე სამადაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერებინა, მარცვლოვანი კულტურების დაავადებებსა და მავნებლებზე ინფორმაცია მიაწოდა და მათთან ერთად რამდენიმე ახალი პრეპარატი გამოსცადა.
გადამზადების პროგრამა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ფარგლებში განხორციელდა.