სიახლეები
16.06.2017
საერთაშორისო კონფერენციაზე მეცხოველეობის დარგის განვიათარების საკითხებზე იმსჯელეს
ქ. გორში, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - „თანამედროვეობის აქტუალური მეცნიერული საკითხები“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს. მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის სამსახურის თანამშრომელმა, ლევან თორთლაძემ პლენარულ სხდომაზე მოხსენება - „ინტროდუცირებული მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-კვებაში დაშვებული შეცდომები“ წარადგინა და დეტალურად ისაუბრა მეძროხეობის დარგში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებზე. ლევან თორთლაძემ ყურადღება მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხელშემწყობი პროგრამების მნიშვნელობასა და სამომოვლო გეგმებზე გაამახვილა.