სიახლეები
20.06.2017
ვაზის პერსპექტიული ჯიშების გამოვლენა გრძელდება

კერძო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი დეგუსტაციები ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაციას და სამრეწველო ბაზარზე დაბრუნებას უწყობს ხელს.
დეგუსტაციის დროს რამდენიმე პერსპექტიული ჯიში გამოვლინდა, ესენია: კუნძა და კაპისტონი (იმერეთი), მესხური მწვანე (მესხეთი), რაჭული მცვივანი (რაჭა), კახური მცვივანი (კახეთი).
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშების მოძიება-აღდგენის პარალელურად, პერსპექტიული ჯიშებისგან ღვინის დაყენებას და კვლევას ახორციელებს.