facebook
youtube
mail

სიახლეები

30.06.2017

შვრიის ახალი ჯიში „არგო“ დარეგისტრირდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ შვრიის ახალი ჯიში „არგო“ დაარეგისტრირა. აღნიშნული ჯიში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.

„არგო“ კულტურული შვრიის სახეობას (Avena sativa L.) წარმოადგენს, რომელიც სწრაფმზარდია და უხვი ამონაყარით ხასიათდება. საგაზაფხულო ნათესის სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 85-97 დღეს შეადგენს და როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე შეიძლება დაითესოს. აღნიშნული ჯიში რეკომენდებულია, როგორც საფურაჟე, ისე სასურსათო მიმართულებით.

ახალმა ჯიშმა წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა.
სოფლის მუერნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურში შვრიის ჯიშის „არგო“ სათესლე მასალის მისაღებად მუშაობენ.