facebook
youtube
mail

სიახლეები

04.07.2017

საქართველოს ვაშლის ძმრის და სიდრის წარმოების პოტენციალი აქვს

ვაშლის სიდრის (ვაშლის ღვინო) და ძმრის პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა ჯიშის ვაშლისგან დაყენებული სიდრის და ძმრის ნიმუშები გააცნეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის წარმომადგენელმა, ეკატერინე კაციტაძემ ვაშლის ძმარსა და სიდრზე კვლევები 2016 წელს დაიწყო, ძმრისთვის ვაშლის 5 (ფუჯი, აიდარიდი, გოლდენი, გრანისმიტი, გალა ვენუსი) ჯიში და სიდრის მისაღებად 3 ჯიში (აიდარიდი, ფუჯი, გოლდენი) გამოსცადა.

აღსანიშნავია, რომ ვაშლის ძმარი რბილი არომატით გამოირჩევა, ადამიანის ორგანიზმში არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს გლუკოზის დონის ნორმირებას და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას. როგორც ეკატერინე კაციტაძემ აღნიშნა, საქართველოს ვაშლის ძმრის და სიდრის წარმოების უდიდესი პოტენციალი აქვს.