სიახლეები
11.07.2017
მობილური ექსტენცია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის სოფლების მაცხოვრებლების ფერმერული მეურნეობები და ნაკვეთები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და დახმარება გაუწიეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი “მობილური ექსტენცია” უკვე ორი წელია რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს დაეხმარნენ.
2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მცხეთა მთიანეთის - 14, ქვემო ქართლის - 27, შიდა ქართლის - 16, კახეთის - 22, იმერეთის- 15, სამცხე-ჯავახეთის -22 სოფლის ფერმერებს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს.