სიახლეები
18.07.2017
ფერმერებმა სამეცნიერო-კველვითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს

ღონისძიების ფარგლებში ფერმერებმა, სტუდენტებმა და დაინტერესებულმა პირებმა ვენახის მოვლა-ფორმირების, ნერგების შენახვის, მყნობის ტექნოლოგიებისა და ხეხილის ბაღების გაშენების შესახებ კომპეტენტური პირებისგან ინფორმაცია მიიღეს. დაინტერესების შემთხვევაში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომაგენლები ფერმერებს სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციას გაუწევენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში ფერმერებმა 2 კვირიანი გადამზადების კურსი რუსთავსა და მარნეულში გაიარეს. ამ პერიოდის განმავლობაში 500-მდე ფერმერი გადამზადდა.