სიახლეები
21.07.2017
მობილური ექსტენცია სტეფანწმინდაში

პროექტი „მობილური ექსტენცია“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მე-2 წელია ხორციელდება. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებმა ამ დროის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი შემოიარეს და ათასობით ფერმერეს გაუწიეს დახმარება.