facebook
youtube
mail

სიახლეები

28.07.2017

მობილური ექტენცია მესტიის მუნიციპალიტეტში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სპეციალისტები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრნენ და ადგილობრივ ფერემრებს კონსულტაციები გაუწიეს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მერძეული ნახირის მოვლა-მოშენების, ფუტკრის ოჯახების მოვლის და დაავდებებთან ბრძოლის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. სპეციალისტებმა ადგილობრივების ფერმები და მეურნეობები დაათვალიერეს, გაეცნენ მათ პრობლემებს და დახმარება გაუწიეს.

პროექტი „მობილური ექსტენია“ უკვე 2 წელია რაც წარმატებით ხორციელდება და ამ დროის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს გაუწიეს კონსულტაცია.