სიახლეები
09.08.2017
მობილური ექსტენცია გურიის რეგიონში

პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 2 წელია რაც აქტიურად მიმდინარეობს და მასში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების გარდა სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული.
2017 წლის პირველ ნახევარში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა საკონსულტაციო მომსახურება მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისა და მესტიისა და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობას ადგილზე გაუწიეს.