სიახლეები
23.08.2017
სამეგრელოს რაიონის ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გააცნეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნეს. პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებში ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებს თხილის ბაღის გაშენების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაცია მიაწოდეს.მასშტაბური პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 2 წელია რაც მიმდინარეობს. აღნიშნულ პერიოდში სპეციალისტებმა თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერეს კონსულტაცია გაუწიეს.