სიახლეები
01.05.2015
მყნობის ტექნოლოგია
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვაზის მყნობა მიმდინარეობს.მყნობის პროცესი:
უვირუსო სადედეებზე ხდება სასურველი ვაზის ჯიშის კვირტის მყნობა და დაპარაფინირება, შემდეგ დამყნობილი ვაზი ტენიანობისთვის სველ ნახერხთან ერთად თავსდება ყუთში. ყუთები 2 კვირის განმავლობაში ინახება მაცივარში, სადაც ტემპერატურა 27 გრადუსია, ტენიანობა კი 75%.
კალუსის შექმნის შემდეგ, ხელმეორედ დაპარაფინდება და გადაირგვება გრუნტში. ერთი წლის მოვლის შემდეგ, მომავალ შემოდგომაზე ნერგები მიწიდან ამოიღება. ამოღებული ნერგები გადაიჭრება 2 კვირტზე და კვლავ დაპარაფინირდება. ამ პროცედურის შემდეგ ნერგი უკვე მზად არის რეალიზაციისათვის.