სიახლეები
05.09.2017
ფერმერებისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების გაცნობა გრძელდება

პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა აგვისტოს თვეში სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის და სოფლის ადგილობრივ ფერმერს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მავნებელთან დაკავშირებით კონსულტაციები გაუწიეს.
აღსანიშნავია, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე 53 ათასი ჰექტარი თხილის ფართობი მაღალი ხარისხის ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატით შეწამლა. ღონისძიების მეორე ეტაპი ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოს, იმერეთის და გურიის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მეორე ეტაპზე სულ 50 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი.