სიახლეები
26.09.2017
ჯიღაურაში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეებს უმასპინძლეს

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორე წელია იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკები იღებენ.
ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საჯარო ლექციები და სემინარები ჯიღაურასა და წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზებზე ჩატარდება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მოსწავლეებისთვის თემატურ ექსპედიციასაც ჩაატარებენ.